შესავალი
ხშირად დასმული კითხვები
რა არის პროგრამირება?
პროგრამირება არის ინსტრუქციების ნაკრების შექმნის პროცესი, რომელიც მიუთითებს კომპიუტერს, როგორ უნდა შეასრულოს მოცემული დავალება.
რატომ შეიქმნა ქართული პროგრამირების ენა?
ენას მიზანია პროგრამირება გასაგები და მარტივად აღსაქმელი გახადოს ქართველებისთვის, ასევე ხალხში გააღვივოს მოტივაცია და ინტერესი.
როგორ შეიქმნა ქართული პროგრამირების ენა?
ენას თავისი სინტაქსი, bytecode-ის შემქმნელი და interpreter აქვს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ შევქმნათ საერთოდ ახალი პროგრამირების ენა. ამ ეტაპზე, ენას სინტაქსი ჰგავს ჯავასკრიპტისა და ლუას ნაზავს, მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი სურვილისამებრ ან სხვა ენებთანაც შევაჯვაროთ.
გაართულებს თუ არა ქართული პროგრამირების ენის არსებობა პროგრამირების შესწავლას?
ქართული პროგრამირების ენის მიზანი არ არის, რომ ჩაანაცვლოს უკვე არსებული ინდუსტრიული ენები. მსგავსი მაგალითები არსებობს სხვა ქვეყნებშიც საგანმანათლებლო ან უბრალოდ სიმბოლური მიზნებისთვის:
ამ ენების არსებობა ზემოთ ხსენებულ ქვეყნის მოქალაქეებს ხელს არ უშლის (პირიქით, ეხმარება), რომ ისწავლონ ინდუსტრიული ენები და გახდნენ წარმატებული პროგრამისტები.
რით განსხვავდება ენა სხვა პროგრამირების ენებისგან?
ენას აქვს საკუთარი სტრუქტურა, სინტაქსი, და საკვანძო სიტყვები რომლებიც შექმნილია ქართულად, თუმცა მას აქვს საბაზისო პროგრამირების ენის მახასიათებლები, რომლებიც გვხვდება სხვა გავრცელებულ ენებში.
შემიძლია თუ არა ამ ენის გამოყენება რეალური აპლიკაციების შესაქმნელად?
ენა ძირითადად საგანმანათლებლო მიზანს ემსახურება, ამიტომ არ აქვს გარკვეული მახასიათებლები, რომლებიც აქვთ ინდუსტრიულ პროგრამირების ენებს.
არის თუ არა რაიმე ჯგუფი, სადაც შემიძლია კითხვების დასმა და სხვა მოსწავლეებთან ურთიერთობა?
დიახ, ჩვენ გვაქვს დისკორდის სერვერი, სადაც შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სხვა მოსწავლეებს, დასვათ შეკითხვები, გააზიაროთ თქვენი პროექტები და ისწავლოთ სხვების გამოცდილებიდან.
რა მიმართულებით უნდა განვაგრძო სწავლა ქართული პროგრამირების ენის საფუძვლების გაცნობის შემდეგ?
ენის საფუძვლების გაცნობის შემდეგ შეგიძლიათ შეისწავლოთ თემები, როგორებიცაა: ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება, მონაცემთა სტრუქტურები, ალგორითმები, ფაილების დამუშავება და სხვა.