გამოცდილი პროგრამისტებისთვის

ენის სინტაქსი

დასაშვებია ინგლისური სიტყვებისა და ასოების გამოყენებაც სწავლის პროცესის გასამარტივებლად.

Booleans

Booleans ტიპის მონაცემები შეიძლება იყოს ან ჭეშმარიტი ან მცდარი.

მაგალითი:

ფუნქცია მთავარი() {
  მაჩვენე ჭეშმარიტი
  მაჩვენე მცდარი
}

დაბეჭდილი:

true
false

რიცხვები (Numerals)

რიცხვები შეგვიძლია ჩავწეროთ სხვადასხვა სისტემაში (მაგალითად, ათობითი, ორობითი, რვაობითი, or თექსვმეტობითი). ასევე რიცხვები შეგვიძლია წარმოვადგინოთ ექსპონენციალური აღნიშვნით.

მაგალითი:

ფუნქცია მთავარი() {
  მაჩვენე 01 1010 # ორობითი 
  მაჩვენე 07 12 # რვაობითი
  მაჩვენე 0f A # თექვსმეტობითი
  მაჩვენე 1e3 # ექსპონენციალური აღნიშვნა
}

დაბეჭდილი:

10
10
10
1000

სტრიქონები (Strings)

სტრიქონები მოთავსებულია ორმაგ ან ერთმაგ ნიშნულებში. სპეციალური სიმბოლოები ავტომატურად არიან დაცულები (escaped). სტრიქონების გაერთიანება შესაძლებელია '+' ოპერატორის გამოყენებით.

მაგალითი:

ფუნქცია მთავარი() {
  ა = "გამარჯობა"
  მაჩვენე ა + " სამყარო"
}

დაბეჭდილი:

გამარჯობა სამყარო

ფუნქციის დეკლარაცია (Function declaration)

ფუნქციების დეკლარაცია ხდება სიტყვა ფუნქცია-ს გამოყენებით, რის შემდეგაც მოდის ფუნქციის სახელი, პარამეტრების სია ფრჩხილებში და კოდის ბლოკი.

მაგალითი:

ფუნქცია მთავარი() {
  დააბრუნე ჭეშმარიტი
}

შედეგი:

true

ფუნქციის გამოძახება (Function call)

ფუნქციების გამოძახება ხდება ფუნქციის სახელის გამოყენებით, რის შემდეგაც მოდის არგუმენტების სია, რომელიც მოქცეულია ფრჩხილებში.

მაგალითი:

ფუნქცია ფაქტორიალი(ნ = 6) {
  თუ ნ != 0 {
      დააბრუნე ნ * ფაქტორიალი(ნ - 1)
  } თუარა {
      დააბრუნე 1
  }
}
ფუნქცია მთავარი() {
    დააბრუნე ფაქტორიალი()
}

შედეგი:

720

ცვლადები (Variables)

ცვლადის სახელები შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ასო ან სიტყვა ქართული ალფაბეტიდან.

მაგალითი:

ფუნქცია მთავარი() {
  ა = 1
  მაჩვენე ა
}

დაბეჭდილი:

1

მნიშვნელობის დაბრუნება (Return)

სიტყვა დააბრუნე გამოიყენება მნიშვნელობის ფუნქციიდან დასაბრუნებლად.

მაგალითი:

ფუნქცია მთავარი() {
  დააბრუნე 1 + 1
}

შედეგი:

2

მასივები (Arrays)

მასივის შექმნისას გამოიყენება სიტყვა ახალი. მას მოჰყვება ღია და დახურული კვადრატული ფრჩხილები; ფრჩხილების შიგნით შეგიძლიათ მიუთითოთ ნებისმიერი მნიშვნელობა, რომელიც მასივის ზომას განსაზღვრავს. მასივს გააჩნია ნაგულისხმევი მნიშვნელობა. მასივის ინდექსაცია იწყება 1-დან და არა 0-დან, როგორც ეს პროგრამირების უმეტეს ენაშია.

მაგალითი:

ფუნქცია მთავარი() {
  მასივი = ახალი[5] 0
  მასივი[1] = 1
  მაჩვენე მასივი
}

დაბეჭდილი:

[1, 0, 0, 0, 0]

მრავალგანზომილებიანი მასივების შექმნა შესაძლებელია ჩადგმული მასივების გამოყენებით.

მაგალითი:

ფუნქცია მთავარი() {
  მასივი = ახალი[2][2] 0
  მასივი[1][1] = 1
  მასივი[1][2] = 2
  მასივი[2][1] = 3
  მაჩვენე მასივი
}

დაბეჭდილი:

[
 [1, 2],
 [3, 0]
]

პირობითი ჩანაწერები (If statements)

თუ, თუარა, and თუარადა გამოიყენება პირობითი შესრულებისთვის. შედარების ოპერაციები არ არის საჭირო რომ დაიწეროს ფრჩხილებში. ფიგურული ფრჩხილები აუცილებელია პირობის შესრულების ინსტრუქციებისთვის.

მაგალითი:

ფუნქცია მთავარი() {
  ციფრი = 5
  თუ ციფრი > 0 {
    მაჩვენე ციფრი
  } თუარადა ციფრი < 0 {
    მაჩვენე "ციფრი ნაკლებია ნულზე"
  } თუარა {
    მაჩვენე "ციფრი არის ნული"
  }
}

დაბეჭდილი:

5

ციკლები (While statements)

სანამ გამოიყენება while ციკლის დასაწერად.

მაგალითი:

ფუნქცია მთავარი() {
  ციფრი = 5
  სანამ ციფრი > 0 {
    მაჩვენე ციფრი
    ციფრი = ციფრი - 1
  }
}

დაბეჭდილი:

5
4
3
2
1

სისტემური ბრძანებები (Shell Commands)

ბრძანება ან $ გამოიყენება სისტემური ბრძანებების გასაშვებად.

მაგალითი:

ფუნქცია მთავარი() {
  ბრძანება "echo გამარჯობა, მსოფლიო!"
}

დაბეჭდილი:

გამარჯობა, მსოფლიო!

or

ფუნქცია მთავარი() {
  $ "echo გამარჯობა, მსოფლიო!"
}

დაბეჭდილი:

გამარჯობა, მსოფლიო!

დაბეჭდვა (Print)

მაჩვენე ან @ გამოიყენება მნიშვნელობების დასაბეჭდად.

მაგალითი:

ფუნქცია მთავარი() {
  მაჩვენე "გამარჯობა, მსოფლიო!"
}

დაბეჭდილი:

გამარჯობა, მსოფლიო!

or

ფუნქცია მთავარი() {
  @ "გამარჯობა, მსოფლიო!"
}

დაბეჭდილი:

გამარჯობა, მსოფლიო!

კომენტარები (Comments)

ერთ-ხაზიანი კომენტარები იწყება # და გრძელდება ხაზის ბოლომდე. მრავალ-ხაზიანი კომენტარები იწყება #{ და მთავრდება #}.

მაგალითი:

ფუნქცია მთავარი() {
  მაჩვენე "გამარჯობა, მსოფლიო!" # ეს არის ერთ-ხაზიანი კომენტარი.
  #{
    ეს არის მრავალ.
    ხაზიანი კომენტარი.
  #}
}
წინა გვერდი
ხშირად დასმული კითხვები
შემდეგი გვერდი
ენის წესები